четверг, 20 марта 2014 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
გრიგოლ ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში’’
სწავლების საფეხური
      მეორე საფეხურიIXკლ
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
ორი ეპოქის შედარება -შეპირისპირება, ჯგუფში მუშაობა,ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება, მომზადება  წერითი დავალების შესასრულებლად,ინტეგრირება ისტორიასთან
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის გაცნობა- გააზრება,ტექსტზე დაკვირვების უნარ- ჩვევების განვითარება, ავტორის იდეებისა და განწყობილების წვდომა და შეფასება,ამოიცნობენ მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტის შესწავლას ეფექტურსა და სასიამოვნოს  გახდის (მეტაფორა, ეპითეტი)ქართIX6, IX1
წინასწარი  ცოდნა
იციან თამარ მეფის ეპოქა,შოთა  რუსთაველი, მეტაფორა, ეპითეტი
შეფასების  საგანი და პროცედურები
 წინასწარ გავაცნობ შეფასების  რუბრიკას ,აქტივობებში ჩართულობების ხარისხი, მსჯელობის დამოუკიდებლობა,სიზუსტე და დამაჯერებლობა,წერითი დავალების  ხარისხი, გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ,ისე  განმსაზღვრელ შეფასებას
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, თვალსაჩინოება, ინტერნეტი,კომპიუტერი,პროექტორი,პრეზენტაცია,,,თამარ  მეფის ფრესკები’’ სქემა;ვიცი-მინდა ვიცოდე - ვისწავლე
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმეტი
ა ფაზა  კლასს გავაცნობ გაკვეთ ილის  მიზანს, ვსვამ კითხვას  რა იციან თამარ მეფის, მისი ეპოქის და ფრესკების შესახებ.
ვყოფ კლასს ჯგუფრებად და გავაცნობ სქემს: ვიცი-მინდა ვიცოდე, ვისწავლრ. ჯგუფებში ავსებენ პირბელ და მე-2 სვეტს - 15წთ.
ბ ფაზა: თამარის ეპოქის გახსენების შემდეგ ჩავატარებ მინი ლექციას - 10 წთ
კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას ,,თამარ მეფის ფრესკები: - 5წთ
შემდეგ ინდივიდუალურად ვაკითხებ ლექსს, გააზრებული კითხვის, ანალიზისა და აკვლევითი უნარების განვითარებით მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, თუ რისი თქმა უნდოდა ავტორს7წთ
ც ფაზა: შემაჯამებებელი დისკუსიის  შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ სქემას - ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ – 3წუთი
საშინაო დავალება: ლექსი  ზეპირად (სასურველი ადგილები)  ამოიწერონ მეტაფორები და ეპითეტები
შეფასება
შეფასება მოხდება რუბრიკით



კრიტერიუმი
სუსტი3-5
საშუალო6-8
მაღალი9-10
1.ჩართულობა
მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს,იცავს მეტყველების ელემენტარულ წესებს, უჭირს სათქმელის  ნატლად  გადმოცემა
გამართულად მეტყველებს, თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს,საკითხს აშუქებს თანამიმდევრულად
არის აქტიური,ყველა საკითხზე აქვს თავისი საკუთარი აზრი ,ფლობს აუდიტორიას, ლოგიკური და ორიგინალურია, აქვს მდიდარი  ლექსიკა.
2.წერითი  დავალებები
ჩანს რისი თქმა უნდა, მეტ- ნაკლებად იცავს ტექსტის შესაბამის  სტრუქტურას, უშვებს  შეცდომებს
 დაწერილია გასაგები და მიზნის  შესატყვისი ენით,ძირითადათ ,იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურებს.
ზედმიწევნით იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას,იყენებს შესაფერის მდიდარ ლექსიკას  ,არ უშვებს შეცდომებს.
3ორგანიზებულობა
არ არის ორგანიზებული
ნაწილობრივ  ორგანიზებული
 ძალიან ორგანიზებული